logo_geo
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები დაქორწინდნენ
- +

24 ივნისი. 2018. 12:36

 

 

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები კით ჰარინგთონი და როუზ ლესლი დაქორწინდნენ. მათ ჯვარი შოტლანდიაში დაიწერეს.

 

ჯვრისწერის ცერემონია ცერემონია აბერდენშირის საგრაფოში გაიმართა, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულები ლესლის მამის კუთვნილ ვარდჰილის ციხესიმაგრეში გაემგზავრა.

 

ლიმუზინის ნაცვლად მათ Land Rover-ი ემსახურებოდა.

 

ქორწილს მსოფლიოში ცნობილი სერიალის სხვა მსახიობებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ემილია კლარკი, პიტერ დინკლეიჯი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი.

 

ბრიტანელმა ჰარინგთონმა და შოტლანდიელმა ლესლიმ ერთმანეთი 2012 წელს „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. ჰარინგთონი სერიალის მთავარ გმირს ჯონ სნოუს ასახირებს, ხოლო ლესლი კედლის მიღმა მცხოვრებ ირიტს, რომელსაც სნოუ შეუყვარდება.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი