logo_geo
ბრიტანელმა მეცნიერებმა აქამდე არარსებული, უნიკალური წამალი შექმნეს
- +

24 ივნისი. 2018. 13:42

 

 

ბრიტანელმა ქიმიკოსებმა და ბიოლოგებმა შემთხვევით შექმნეს პრეპარატი, რომელიც სურდოს ვირუსის ყველა სახეობას ებრძვის და ხელს უშლის მათ, შეაღწიონ ადამიანის ორგანიზმში, ნათქვამია ჟურნალ Nature Chemistry-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

აღსანიშნავია, რომ სურდო აქამდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად მიიჩნევა დედამიწაზე, რომლის საწინააღმდეგოდ არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი. მიზეზი, ისევე როგორც გრიპის შემთხვევაში, მარტივია: ბუნებაში სურდოს ვირუსის ათასობით სახეობა არსებობს, რომლებიც სწრაფად განიცდიან მუტაციას და განვითარების შემდეგ საფეხურზე გადადიან.

 

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლონდონის Imperial College of Science, Technology and Medicine-ს მეცნიერი ედ ტეიტი ამბობს:

 

ჩვენს წამალს მთელი რიგი გვერდითი ეფექტები აქვს მისი მოქმედების მანერის გამო. წამლის მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ ნამდვილად სურდოთი ხართ ავად და არა რაღაც მსგავსით, თორემ შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგეთ

 

ტეიტი ამბობს, რომ მისმა გუნდმა პრობლემის გადაჭრის გზას სრულიად შემთხვევით მიაგნო მაშინ, როდესაც მალარიის პლაზმოდიუმის ცილოვან მოლეკულებს იკვლევდნენ.

 

ექსპერიმენტმა, რომელიც მეცნიერებმა მცენარეებზე ჩაატარეს, აჩვენა, რომ ახლად აღმოჩენილი ნივთიერების - IMP-1088-ის უჯრედში შეყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ, უჯრედი აბსოლუტურად შეუღწევადი ხდებოდა სურდოს სხვადასხვა სახეობის ვირუსებისთვის.

 

ახლა მკვლევარები IMP-1088-ის ცხოველებზე გამოცდას აპირებენ, ხოლო შემდეგ, თუ ის უსაფრთხო და უვნებელი აღმოჩნდება, მოხალისე პაციენტთა ჯგუფზე გამოცდიან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი