logo_geo
გერმანიაში, ქალაქ ვუპერტალის ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა
- +

24 ივნისი. 2018. 15:58

 

 

გერმანიაში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვუპერტალში შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. პოლიციის ცნობით, მეხანძრეები შენობაში ცეცხლი ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მაშველები სახლში შესვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან არსებობდა ნგრევის საშიშროება.

 

აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

 

ამ ეტაპზე, მომხდარის მიზეზები უცნობია.

 

 

big_banner
არქივი