logo_geo
ერდოღანი: არჩევნებზე თითქმის 90%-იანი აქტივობით თურქეთმა მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი მისცა
- +

25 ივნისი. 2018. 00:48

 

 

„არჩევნებზე თითქმის 90%-იანი აქტივობით თურქეთმა მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი მისცა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარდამჭერების აქციაზე განაცხადა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება და აზრის გამოხატვის თავისუფლება თურქული დემოკრატიის ძალის გამოხატულებაა.

 

„საპრეზიდენტო აღმასრულებელი მანდატი ხალხმა მე მომანიჭა, საპარლამენტო არჩევნებში კი ჩვენმა ალიანსმა გაიმარჯვა, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა დროა, საარჩევნო კამპანიის არგუმენტები, დაძაბულობა და უკმაყოფილება უკან დავტოვოთ, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვფოკუსირდეთ. გავაგრძელებთ სწრაფვას, რომ თურქეთი კიდევ უფრო განვითარდეს ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ თურქეთი მსოფლიოს 10 განვითარებულ ეკონომიკებს შორის იყოს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

თურქეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52.74 პროცენტით იმარჯვებს.

 

 

big_banner
არქივი