logo_geo
იტალიაში მიგრანტების გადარჩენა აკრძალეს
- +

25 ივნისი. 2018. 12:54

 

იტალიის მთავრობამ ხმელთაშუა ზღვაში ნავებში მსხდომი ლტოლვილების გადარჩენა აკრძალა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათგან განგაშის შეტყობინება მოდის.

 

გამოცემა „The Independent“-ის ცნობით, 24 ივნისს იტალიელმა მაშველებმა განგაშის ექვსი შეტყობინება მიიღეს. ხომალდებს მიგრანტები ევროპაში ჩრდილოეთ აფრიკიდან გადაჰყავდათ, თუმცა რომში განაცხადეს, რომ ლტოლვილები ლიბიის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ და მათ ბედზე პასუხისმგებლობა ტრიპოლს დააკისრეს.

 

„The Independent“ აღნიშნავს, რომ 11 ივნისს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ ქვეყანას არც ერთი ადამიანის მიღება აღარ შეუძლია.

 

სალვინიმ სიცილიის პორტში მიგრანტების გემების შესვლა აკრძალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი