logo_geo
ერთ წელიწადში კონფლიქტებისას 10 ათასზე მეტი ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს
- +

28 ივნისი. 2018. 18:58

 

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისას 10 ათასზე მეტი ბავშვი მოკლეს ან დაასახიჩრეს.

 

ამ რაოდენობაში არ მოიაზრებიან ბავშვები, რომელიც გააუპატიურეს, ძალდატანებით გახადეს შეიარაღებული ჯარისკაცები, მოჰყვნენ სკოლებზე ან საავადმყოფოებზე განხორციელებულ თავდასხმებში.

 

ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ნიგერიაში 881 ბავშვი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტების გამო. მათ შორისაა ის ბავშვებიც, რომელთაც თავი ააფეთქებინეს. 1 900-ზე მეტი ბავშვი დააკავეს რადიკალურ დაჯგუფება „ბოკო ჰარამთან“ მათი ან მათი მშობლების შესაძლო კავშირისთვის.

 

ერაყის საპატიმრო დაწესებულებებში, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებისა და ისლამურ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირისთვის, 1 036 ბავშვი აღმოჩნდა.

 

1 221 ბავშვი სამხრეთ სუდანში საომარ მოქმედებებში, - როგორც ჯარისკაცები ჩართეს.

 

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ შაბაბმა“ სომალში 1 600-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა და მათზე იძალადა. დადგინდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც.

 

ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა, რომ მიანმაში, სამხრეთ სუდანში, სირიასა და იემენში მომაკვდავ ბავშვებს არ დაეხმარნენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი