logo_geo
„ვენეცია, ბარსელონა, ამსტერდამი...“ - ტურისტების მოძულე ქალაქების სია!
- +

29 ივნისი. 2018. 01:27

 

 

ავიაბილეთების ძებნის ონლაინ-სერვისმა Aviasales იმ ქალაქების სია შეადგინა, სადაც მოგზაურებს, ოვერტურიზმის  (ტერმინი, რაც ტურისტების რაოდენობის ადგილობრივებზე სიჭარბეს ნიშნავს) გამო, სიხარულით არ ხვდებიან.

 

ამ სიაში პირველ ადგილს ვენეცია იკავებს. გასულ წელს იქ 5,3 მილიონი ტურისტი ჩავიდა, როცა ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა 633 ათასია. ხელისუფლებამ იქ სპეციალური ჯარიმები შემოიღო არხში ბანაობის, ველოსიპედებით სიარულის და ნაგვის ქუჩაში დაყრის გამო.

 

ტურიზმის მოწინააღმდეგეთა რიგში არის ბარსელონაც. აქ მემარცხენე აქტივისტებმა აქციებიც მოაწყვეს ტურისტების სიჭარბის გამო.

 

იგივე შინაარსის საპროტესტო აქციები გაიმართა ამსტერდამშიც, რადგან ქალაქის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხმაურის, დიდი ოდენობით ნაგვის და გაზრდილი ფასების გამო. ამის გამო ხელისუფლებამ ახალი სასტუმროების აშენება აკრძალა და ტურისტული გადასახადებიც გაზარდა.

 

დუბროვნიკსა (ხორვატია) და სანტორინის კუნძულზეც (საბერძნეთი) შემოიღეს გარკვეული შეზღუდვები - იქ დღეში 8 ათასზე მეტი ტურისტი ვერ შედის.

 

ფილიპინების კუნძული ბორაკაი კი, გადამეტებული დანაგვიანების გამო, აპრილიდან 6 თვის განმავლობაში ჩაკეტეს.

 

Aviasales-ის თანამშრომლები მოგზაურებს სეზონის პიკზე ამ ქალაქებისგან თავის არიდებას ურჩევენ და ამასთან, ადგილობრივების ტრადიციისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი