logo_geo
Unesco-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ახალი სია გამოაქვეყნა
- +

1 ივლისი. 2018. 00:10

 

 

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ გამოაქვეყნა სია, სადაც მსოფლიოს ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია წარმოდგენილი. 

ახალ სიაში სამხრეთ კორეის მთებში არსებული მონასტრები, საუდის არაბეთის ოაზისები და მუმბაის დეკორატიული შენობებია შესული. 

მსოფლიოს ახალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხა ასეთია:

ომანის უძველესი, ისტორიული საპორტო ქალაქი, Qalhat-ი, სადაც არქიტექტურის უძველესი ძეგლებია შემორჩენილი.

იაპონიაში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე 10-მდე სოფელი, სადაც XVIII-XIX საუკუნეების ციხესიმაგრეები და ტაძრებია განთავსებული.



ინდოეთში, მუმბაიში, მე-19 საუკუნეში აშენებული ვიქტორიანული არქიტექტურის საცხოვრებელი სახლები, კინოთეატრები და საავადმყოფოები.

საუდის არაბეთი, Al-Ahsa, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ოაზისია, სადაც 2.5 მილიონი პალმა იზრდება.

სამხრეთ კორეაში, Gonju-ში მდებარე 7 უძველესი ტაძარი. ტაძრები სასწავლო სივრცეებს, პავილიონებსა და ბუდას დარბაზებს აერთიანებს. მათგან ყველაზე ძველი, მე-7 საუკუნეში ააშენეს.
 

ირანი, ფარსის ოსტანი - აქ III-V საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრეებისა და სასახლეების ნაგრევებია. Unesco აქედან 8 ძეგლს დაიცავს.
 

დასავლეთ კენიაში, Thimlich Ohinga-ში მდებარე დასახლება ტბა ვიქტორიასთან, სადაც მე-16 საუკუნეში, მხოლოდ ქვით ააშენეს შენობები, ისე, რომ სხვა სამშენებლომასალა არ გამოუყენებიათ.
 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი