logo_geo
ინდოეთში ერთი ოჯახის 11 წევრი გარდაცვლილი იპოვეს
- +

1 ივლისი. 2018. 13:32

 

 

ინდოეთის პოლიციამ ქვეყნის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონში ერთი ოჯახის 11 წევრი გარდაცვლილი იპოვა. ინფორმაციას გაზეთი Hindustan Times-ი ავრცელებს.

 

სახლი, რომელშიც გარდაცვლილები აღმოაჩინეს ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნის. პირველად გვამები მეზობელმა შენიშნა, რომელმაც მომხდარის თაობაზე პოლიციას შეატყობინა. გარდაცვლილებს შორის 4 კაცი, 3 ქალი და 4 გოგოა.

 

პოლიციას ამ დრომდე ფაქტისთვის მკვლელობის ან თვითმკვლელობის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი