logo_geo
ფილიპინების ქალაქ ტანაუანის მერი მოკლეს
- +

2 ივლისი. 2018. 18:29

 

 

ფილიპინების ქალაქ ტანაუანის მერი დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიაზე მოკლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

ანტონიო ჰალილის იმ დროს ესროლეს, როდესაც ის ქვეყნის ჰიმნს მღეროდა. ქილერმა გაქცევა შეძლო. პოლიციას მისი ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.

 

ჰალილი ფილიპინებში ნარკოდანაშაულთან შეურიგებელი მებრძოლის სახელით იყო ცნობილი, თუმცა კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ის ნარკომოვაჭრეებს თავად მფარველობდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი