logo_geo
8 წლის ბიჭმა სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში სწავლას იწყებს
- +

2 ივლისი. 2018. 20:48

 

 

ბელგიელმა ბიჭმა 8 წლის ასაკში სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტისთვის ემზადება. ლორენ სიმონსს IQ 145 აქვს და მან სკოლა უკვე დაამთავრა და მშობლების თქმით, შესაბამისი დიპლომიც აიღო. ორ თვეში მას ლექციები უნივერსიტეტში დაეწყება. ლორენის მამა ბელგიელია, დედა კი დანიელი. ლორენმა ექვსწლიანი პროგრამა წელიწადნახევარში დაძლია.

 

ბელგიურ მედიასთან საუბრისას, ლორენი ამბობს, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რადგან „ბევრი სტატისტიკაა, გეომეტრია, ალგებრა“.

 

მისი მამა ამბობს, რომ როცა ლორენი უფრო პატარა იყო, თანატოლებთან თამაშისას იტანჯებოდა და არც სათამაშოების მიმართ ამჟღავნებდა ინტერესს.

 

ვუნდერკინდი ამბობს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ქირურგი და ასტრონავტი გამხდარიყო, მაგრამ ახლა კომპიუტერებმა გაიტაცა.

 

მისი მამა კი ამბობს–„ხვალ თუ გადაწყვეტს რომ დურგლობა უნდა, ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის, მთავარია ის იყოს ბედნიერი თავის არჩევანში.“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი