logo_geo
Facebook-ის ტექნიკურმა ხარვეზმა დაბლოკილი მომხმარებლები განბლოკა
- +

3 ივლისი. 2018. 01:52

 

 

Facebook-ის ტექნიკურმა ხარვეზმა მომხმარებლების მიერ დაბლოკილი ადამიანები განბლოკა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც ბლოკირებულთა სიაში უნდა ყოფილიყვნენ შესაძლოა დადებული ბანისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

ხარვეზი დაახლოებით 800,000 ადამიანს შეეხო, რომელთა მიერ დაბლოკილების სიიდან ერთი მომხმარებელი მაინც განიბლოკა.

 

როგორც Facebook-ი განმარტავს, ტექნიკური უზუსტობა 29 მაისიდან 5 ივნისის პერიოდში მოხდა.

 

სოცქსელს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია თუ რამ გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი.

 

Facebook-ის 14 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი