logo_geo
ISIS ჯიჰადისტებს სირიის დატოვებას ურჩევს
- +

4 ივლისი. 2018. 12:22

„ისლამური სახელმწიფო“ ჯიჰადისტებს სირიის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცება „Der Spiegel“ ავრცელებს.

 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებმა მოუწოდეს სირიაში მყოფ თანამებრძოლებს, დაბრუნდნენ სამშობლოში. ისინი აფრთხილებენ მოკავშირეებს, თან არ იქონიონ ყალბი პასპორტები, რათა პოლიციამ დაბრკოლება არ შეუქმნას.

 

შესაბამისი მოწოდება გამოქვეყნებულია ვებგვერდზე, რომელიც გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს.

 

აღნიშნულ გვერდზე განცხადებები სხვადასხვა ენაზეა განთავსებული. გერმანელი სამართალდამცავების ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების წევრებს ურჩევენ, არ გამოელაპარაკონ უცხო პირებს და არაფერი მოყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობის შესახებ.

 

როგორც გერმანიის სპეცსამსახურებში ამტკიცებენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები სირიაში შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებენ და  თანამებრძოლებს ამ ქვეყნის დატოვებას ურჩევენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი