თურქი ჟურნალისტი ფათიჰ ალთაილი არ მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი სრულფასოვნად ფრანგულია.
„საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები ფრანგები კი არა, აფრიკელი ემიგრანტები არიან. თუმცა ისინი თამაშობენ საფრანგეთისთვის, რომელსაც ემიგრანტები კი არა, მხოლოდ მთავარი ტიტული სჭირდება. მე ურუგვაის ვუგულშემატკივრებ: თუ მუსლერა კარგად იდგება, „გალათასარაი“ მის გაყიდვას და ფულის გამომუშავებას შეძლებს,“ - ციტირებს ალთაილს ინტერნეტპორტალი ajanssport.com-ი.
არცთუ შორეულ წარსულში ალთაილი “გალათასარაის“ ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ ეტაპზე ფრანგები ურუგვაის დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 ივნისს, ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება.
წყარო: sport.adjara.com