logo_geo
ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა
- +

6 ივლისი. 2018. 00:08

 

 

 

კანადაში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაღუპულების ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა, მოსახლეობას კი სიცხისგან თავის დაცვის მიზნით გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

მაღალ ტემპერატურასთან საბრძოლველად ქალაქში კონდინციონერით აღჭურვილი ტერიტორიები გამოყვეს. ასევე გახსნეს დამატებითი საცურაო აუზები, სადაც მოსახლეობას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უფასოდ შესვლა შეუძლია.

 

მაღალი ტემპერატურა კვებეკის სამხრეთ ნაწილში 29 ივნისიდან ფიქსირდება. დღის გარკვეულ მონაკვეთებში ჰაერი 35 გრადუსამდე თბება. მსგავსი ამინდი ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ადგილობრივი სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურა კვირის ბოლოს 24 გრადუსამდე დაიწევს.

 

 

big_banner
არქივი