logo_geo
სირიაში საბრძოლო მოქმედებების გამო, დევნილთა რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა
- +

6 ივლისი. 2018. 14:51

 

სირიის სამხრეთ-დასავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, დევნილთა რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა.

 

სირიის სამოქალაქო დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დევნილები იორდანიისა და ისრაელის საზღვარზე იმყოფებიან და თავშესაფარს ითხოვენ.

 

დევნილების უმრავლესობა ღამეს თვითნაკეთ კარვებში ათენებს.

 

საბრძოლო მოქმედებების შედეგად 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. სირიის სამთავრობო არმიამ ამბოხებული ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მოკავშირეებთან ერთად ივნისში დაიწყო.

 

გაერო იორდანიას საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი