logo_geo
მაიკ პომპეო: დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს
- +

7 ივლისი. 2018. 11:36

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

 

„პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეას ნათელი მომავლის გარანტიას აძლევს. თუმცა, საამისოდ საჭიროა კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის განხორციელება“, - განაცხადა ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მაიკ პომპეომ.

 

მაიკ პომპეომ „შრომის პარტიის“ ერთიანი ფრონტის განყოფილების ხელმძღვანელთან კიმ იონ ჩხოლესთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო.

 

 

 

big_banner
არქივი