logo_geo
სომხეთში მაღალი ტემპერატურის გამო წყლის მიწოდება შეფერხებულია
- +

7 ივლისი. 2018. 18:15

 

სომხეთის წყალმომარაგების კომპანია პირობას დებს, რომ სრულად აღდგება წყლის მიწოდება დედაქალაქის მოსახლეობისათვის, რომელიც სარეკორდო გვალვების გამო წყლის ნაკლებობას განიცდის.

 

ერევნის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი ფრანგული კომპანია „ვეოლია“ აცხადებს, რომ 7 ივლისს წყალმომარაგებაში შეფერხება აღმოიფხვრება.

 

დღეს სომხეთში ვარდავარა, რელიგიური ფესტივალი იმართება, რომლის დროსაც ადამიანები ტრადიციის მიხედვით ერთმანეთს წყლით წუწავენ. წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემაში შეფერხება სომხეთში მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია, რომელიც ბოლო დღეებში 40 გრადუსია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი