logo_geo
„არ ვართ თქვენზე გაბრაზებული“ - მღვიმეში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვების მშობლებმა მწვრთნელის წერილს უპასუხეს
- +

8 ივლისი. 2018. 12:05

 

„არ ვართ თქვენზე გაბრაზებული’, – ასე უპასუხეს მღვიმეში ჩარჩენილი ტაილანდელი ბავშვები მშობლებმა მწვრთნელის წერილს, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და წერილში მისცა დაპირება, რომ ევაკუაციამდე პატარებს კარგად მოუვლის.

 

„ყველა ბავშვის მშობელს მოგმართავთ, ამ წუთისთვის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. მაშველები გვეხმარებიან. გპირდებით, რომ მათ კარგად მოვუვლი. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ და მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის“, – წერდა აკაპოლ ჩანტაუონი.

 

ბავშვების მშობლებმა კი მწვრთნელს სთხოვეს, რომ მომხდარის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოს.

 

„არც ერთი მშობელი არ არის თქვენზე გაბრაზებული, ასე რომ, არაფერზე ინერვიულოთ და თავს გაუფრთხილდით“, – აღნიშნავენ მშობლები საპასუხო წერილში.

 

ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების წევრი 12 მოზარდი და მათი მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ცხრა დღის შემდეგ შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. მოზარდების იქ ყოფნის პერიოდში, გამოქვაბული წყლით აივსო, რის გამოც, მათ გარეთ გასვლა ვერ შეძლეს და მიწისქვეშეთში იზოლაციაში აღმოჩნდნენ. მათ მიწისქვეშეთიდან, სახლიდან რამდენიმე კილომეტრით მოწყვეტილი მღვიმიდან მშობლებს წერილები გაუგზავნეს. ეს წერილები ერთ-ერთმა მყვინთავმა ამოიტანა და მსოფლიო მედიაში ტაილანდელი 12 მოზარდის გზავნილის სახით გავრცელდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი