logo_geo
კალიფორნიის ტყეში ხანძრის გამო, 3200 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო
- +

8 ივლისი. 2018. 14:48

 

NBC-ის ცნობით, კალიფორნიის ტყეში ხანძრის გამო, 3200 მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. დაღუპულია ერთი ადამიანი. განადგურებულია სულ მცირე 20 შენობა. ელექტროენერგია არ მიეწოდა 2000 აბონენტს.

 

კალიფორნიის ტყეში ხანძარი 6 ივლისს, სანტა ბარბარაში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი ამჟამად 0,3 კვადრატულ კილომეტრის ტერიტორიაზეა მოდებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 350-ზე მეტი მეხანძრე.

 

სტიქიის გამო, კალიფორნიის გუბერნატორმა სან დიეგოს ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. დახურულია რამდენიმე ავტომაგისტრალი.

როგორც ამერიკული მედია წერს, კალიფორნიის გარდა, ამჟამად ტყეში ცეცხლი ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებშიც მძვინვარებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი