logo_geo
გამოქვაბულთან, სადაც ბავშვები არიან ჩარჩენილები ძლიერი წვიმაა
- +

8 ივლისი. 2018. 16:39

 

ტაილანდში იმ გამოქვაბულთან, სადაც ბავშვები არიან ჩარჩენილები ძლიერი წვიმაა.

 

ასევე ცნობილი გახდა ბავშვების გამოყვანის გეგმაც. ამ გეგმის მიხედვით, 12 ბიჭს რამდენიმე ჯგუფად გაყოფენ, ერთ ბავშვთან ორი მაშველი იქნება და მწვრთნელი ბოლო ჯგუფთან ერთად გამოვა.

 

სპეციალური ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00  საათზე შევიდა, გამოქვაბულიდან გამოიყვანეს ეს პერსონალი, რომელიც ოპერაციის მსვლელობისას საჭირო აღარ იყო. ადგილზე მხოლოდ მყვინთავები და ექიმები არიან მობილიზებულები.

 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, პირველი გადარჩენილი ბავშვი გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 21:00 საათზე უნდა გამოიყვანონ.

 

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი