logo_geo
NATO-ს გენერალური მდივანი გერმანიას თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს
- +

8 ივლისი. 2018. 17:34

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, არსებითად გაზარდოს თავდაცვითი ბიუჯეტი.

 

სტოლტენბერგი დადებითად გამოეხმაურა ბერლინის გადაწყვეტილებას, რომ რამდენადმე გაზარდოს ხარჯები თავდაცვით საჭიროებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

 

NATO-ს გენმდივანმა გერმანულ გამოცემა „Bild am Sonntag“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიამ, ისევე, როგორც NATO-ს სხვა წევრებმა ვალდებულება აიღეს, თავდაცვაზე დახარჯონ მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2 %. გერმანიის თავდაცვითი ბიუჯეტის ამჟამინდელი დონე ჯერ კიდევ შორსაა ამ მაჩვენებლისგან.

 

სტოლტენბერგმა გააკრიტიკა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაპირება, გაზარდოს აღნიშნული ხარჯები მშპ-ს 1.5 %-მდე 2024 წლამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი