logo_geo
ტაილანდში, გამოქვაბულიდან 6 ბავშვი გამოიყვანეს
- +

8 ივლისი. 2018. 18:24

 

ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დროისთვის 6 მოზარდია გამოყვანილი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია უცნობია. გამოქვაბულში წყლის დონე მატულობს, რის გამოც მაშველები ცდილობენ, ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ.

 

23 ივნისის 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი