logo_geo
ჯოსერის პირამიდაში ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს
- +

8 ივლისი. 2018. 23:31

 

საჰარის უდაბნოში, ჯოსერის პირამიდის რესტავრაციის დროს არქეოლოგებმა ოსირისის ქანდაკება აღმოაჩინეს.  ინფორმაციას ancient-origins.net-ი ავრცელებს.

 

ოსირისი ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღმერთი იყო. ქანდაკების აღმოჩენამ სპეციალისტებში დაბადა კითხვა, თუ რატომ იყო ოსირისის ქანდაკება პირამიდაში, რის შესახებაც მათ პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

 

ჯოსერის პირამიდა ძველი წელთაღრიცხვის 2650 წლისთვის არის აგებული. ის საჰარის ნეკროპოლისში, ქალაქ მემფისის ჩრდილოეთით მდებარეობს.

 

ჯოსერის პირამიდა უძველესია ეგვიპტის პირამიდებს შორის, მისი სიმაღლე შეადგენს 62,5 მეტრს და ამ მონაცემით იგი მეცხრე ადგილს იკავებს. იგი ასევე ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომლის ფუნდამენტიც არაა კვადრატული ფორმის.

 

ამ მშენებლობით ეგვიპტეში დაიწყო პირამიდებისა და ფარაონთა სხვაგვარი მონუმენტური სამარხების შენების პირველი ეტაპი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი