logo_geo
ჩემპიონატის გამო, ტრამპს ბრიუსელის აეროპორტში მხოლოდ პროტოკოლის უფროსი დახვდა
- +

11 ივლისი. 2018. 11:35

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელგიაში NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, თუმცა აეროპორტში მას მაღალი დონის პირები არ დახვედრიან. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე უცხოური გამოცემა ბელგიურ „Le Soir“-ზე დაყრდნობით წერენ.

 

დონალდ და მელანია ტრამპები ბრიუსელში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდნენ, სწორედ იმ დროს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი-ბელგიის მატჩი მიმდინარეობდა.

 

ბელგიის მეფე და დედოფალი, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში მატჩზე იყვნენ. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შარლ მიშელს, ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ედენ აზარის მშობლიური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში უყურებდა თამაშს ბელგიის გულშემატკივრებთან ერთად.

 

ტრამპს აეროპორტში მხოლოდ ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.

 

9 ივლისს, NATO-ს სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კრიტიკა თავდაცვისთვის გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა.

 

2017 წელს აშშ-მა თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა. NATO-ს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი