logo_geo
დონალდ ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია
- +

11 ივლისი. 2018. 17:38

 

 

„გერმანია რუსეთის მძევალია“, - ამის შესახებ  ბრიუსელში  აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა განაცხადა. სამიტის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიღო.

 

ამერიკელმა ლიდერმა ბერლინი პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, ძალიან უსამართლოა სიტუაცია, რის დროსაც აშშ რუსეთისგან დასაცავად ევროპისთვის დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა გერმანია მხარს უჭერს რუსული გაზსადენების მშენებლობას.

 

სტოლტენბერგმა ამერიკელ სტუმარს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა NATO-ს ახალი შენობა.

 

9 ივლისს, NATO-ს სამიტამდე 2 დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კრიტიკა თავდაცვისთვის გაწეულ ხარჯებს შეეხებოდა.

 

2017 წელს აშშ-მ თავდაცვაზე $686 მილიარდი დახარჯა. NATO-ს წევრი 29 სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი