logo_geo
ტაილანდში, იმ გამოქვაბულში, საიდანაც ბავშვები გამოიყვანეს, ატრაქციონს გააკეთებენ
- +

12 ივლისი. 2018. 01:19

 

 

ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გამოქვაბული, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა, ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქციოს. ამის შესახებ ABC News-ი იუწყება.

 

„ამ კრიტიკულ სიტუაციაში სხვა დეტალებზე არ მსურს საუბარი, თუმცა ტაილანდელებს გაგვიმართლა, რადგან ქვეყანაში მსოფლიო დონის ღირშესანიშნაობა გაჩნდა“- განაცხადა ეროვნული პარკების ხელმძღვანელის მოადგილემ.

 

მისი თქმით, მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნებიდან ტაილანდში უამრავი ტურისტი ჩავა, რათა ის ადგილი ნახოს, საიდანაც ბავშვები გამოიყვანეს.

 

გუშინ, 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამჟამად ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დღეს ბავშვების პირველი კადრები გავრცელდა.

 

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.

 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი