იაპონიაში ტაიფუნ „მარიას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
ათეულობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადგილზე მობილიზებულია 70 000-ზე მეტი მაშველი. ტაიფუნის შედეგად გამოწვეული წყალდიდობით დატბორილ რაიონებში ათასობით ადამიანი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სულ მცირე 267 000 სახლია დაზიანებული.