logo_geo
მეგან მარკლის ჩანთა და კურიოზული დეტალი პაპარაცების ობიექტივში
- +

13 ივლისი. 2018. 20:36

 

 

მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის პირველ საერთო ოფიციალურ ვიზიტს ირლანდიაში კურიოზის გარეშე არ ჩაუვლია.

 

 

მეგანმა ვიზიტის დღეს Givenchy-ს მწვანე მომხიბლავი კაბა შეარჩია და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ხალხის ყურადღება მეგანის ჩანთამ უფრო მიიქცია.




როდესაც წყვილი დუბლინში ჩამოსვლისას დააფიქსირეს, მეგანს ხელში Strathberry-ის პოპულარული ბრენდის ყავისფერი ჩანთა ეჭირა, რომლის ღირებულებაც 475 ფუნტი გახლავთ.




თუმცა ჩანთაზე პაპარაცებმა პლასტიკური შეფუთვა დააფიქსიირეს, რამაც გულშემატკივრები გაახალისა. შესაძლოა მეგანს სიჩქარეშიც დავიწყნოდა ახალი ჩანთისთვის შეფუთვის სრულიად მოცილება, მაგრამ მას მსგავსი რამ აქამდე არასდროს მოსვლია.



როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეს ფაქტი შემთხვევითი არ არის და ჰერცოგინიას სურდა ჩანთის დაზიანებისგან დაცვა, რაც შემთხვევას კიდევ უფრო ღიმილისმომგვრელს ხდის.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი