logo_geo
სიმსივნით დაავადებულმა 5 წლის ბავშვმა საკუთარი ნეკროლოგი დაწერა
- +

13 ივლისი. 2018. 21:58

 

 

აშშ-ში 5 წლის ბავშვმა, რომელიც რაბდომიოსარკომით იყო დაავადებული, სიკვდილამდე მშობლებს შეავსებინა ნეკროლოგის კითხვარი, რომელსაც, როგორც წესი, გარდაცვლილი ადამიანების ახლობლები დამოუკიდებლად ავსებენ ხოლმე. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

მშობლები კითხულობდნენ გრაფებს, ბიჭი კი პასუხობდა:

 

სახელი: გარეტ მაიკლ ბუფიასი (ის საკუთარ გვარს, მატიასს კარგად ვერ წარმოთქვამდა და ბუფიასს ამბობდა);

 

დაბადების დღე: 5 წლის ვარ;

 

მისამართი: მე ბულდოგი ვარ!

 

საყვარელი ფერი: ლურჯი... და წითელი და შავი და მწვანე.

 

გრაფაში „საყვარელი ადამიანი/ნივთი/მოვლენა“ ბიჭმა მშობლებს ჩააწერინა: ჩემს დასთან თამაში, ჩემი კურდღელი, მეტალის ჟანრი, ლეგო, ჩემი მეგობრები, ბეტმენი, თორი და ოჯახი.

 

იმ გრაფაში კი, სადაც ადამიანისთვის საძულველ ნივთებსა და მოვლენებს წერენ, ჩააწერინა: შარვლები, ბინძური სულელი კიბო და ნემსები.

 

მან სიკვდილამდე მშობლებს ისიც ჩააწერინა, როგორი უნდოდა ყოფილიყო მისი დაკრძალვა და თქვა, რომ დაკრძალვის დღეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო 5 გასაბერი ჩამოსასრიალებელი სახლი (თითო - მისი ცხოვრების თითო წლისთვის), შაქარყინული და ბეტმენი.

 

„მინდა, რომ დამწვათ (როგორც თორის დედა დაწვეს), შევუერთდე ხეს, რომ ვიცხოვრო იქ, როცა გორილა გავხდები“ - თქმა ბავშვმა.

 

ბიჭს სიმსივნის დიაგნოზი 9 თვის წინ დაუსვვეს და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი