logo_geo
მწყემსის კომბლიდან – მინისტრობამდე
- +

14 ივლისი. 2018. 03:20

 

 

1977 წლის 4 ოქტომბერს, მაროკოს პატარა სოფელ ბნი – შიკერში დაიბადა გოგონა ნაჯათ ბელქასემი. ის ესპანურ – ალჟირული ფესვების მქონე შვიდშვილიანი ოჯახის მერვე შვილი იყო. სოფელში გოგონას ოჯახმა 1982 წლამდე დაჰყო და შემდეგ საფრანგეთში გადავიდა, სადაც ნაჯათის მამა მშენებლობაზე მუშაობდა მუშად. მონდომებული და მიზანდასახული გოგონა 2002 წელს ამთავრებს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტს, სადაც მომავალ მეუღლეს, ბორის ვალოს ხვდება და ქმნის ოჯახს. ისტიტუტის დამთავრებისთანავე იწყება მისი წარმატებული კარიერაც და 2012 წელს ფრანსუა ოლანდმა ის ქალთა უფლებების მინისტრად და მთავრობის სპიკერად აირჩია, ხოლო 2014 წელს, პირველად საფრანგეთის ისტორიაში, განათლების მინისტრის პორტფელი ქალმა–პოლიტიკოსმა ჩაიბარა. ასევე, ნაჯათ ვალო – ბელქასემი ისაა, ვინც 36 წლის ასაკში გახდა პირველი მუსლიმი მინისტრი.

.

.

სულ რამოდენიმე თვის უკან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნაჯათის ბავშვობის ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ ის ბავშვობაში მწყემსი ყოფილა, თუმცა ამ ფოტოებმა კიდევ უფრო სიმპათიურად განაწყო ფრანგი მოსახლეობა ახალგაზრდა, ულამაზესი მინისტრის მიმართ. ბევრს კი რწმენა განუმტკიცა იმისა, რომ თავდაუზოგავი შრომით მიზნის მიღწევა შესაძლებელია, ხოლო როდესაც ნაჯათმა განაცხადა – “როცა შენი ქვეყანა გიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ერის წარმომავლობა გაქვს და რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ”,– კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა საშუალება მისცა ოცნებების რეალიზებისა.

.

.

 ნაჯათ ბელქასემის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქვეყნის უმცირესობები, სინამდვილეში, ქვეყნის სიმდიდრეა. გააჩნია ამ სიმდიდრეს როგორ გამოვიყენებთ და საერთოდაც განსხვავებულობის არ უნდა გვეშინოდეს…… ნაჯათის ოჯახის მაგალითმა აჩვენა, რამდენის მიღწევა შეუძლიათ, როდესაც ემიგრანტები აქტიურები არიან, შვილებში მისაბაძი საქციელების ინვესტირებას ახორციელებენ და მათთვის სწორი განათლების მიცემას ცდილობენ, რაც ნამდვილად მისასალმებელი და გასათვალისწინებელია ქართული ემიგრაციის მილიონიანი არმიისათვის.

 

 

წყარო: http://georgians.gr

 

big_banner
არქივი