logo_geo
სტოკჰოლმში „Mamma Mia! 2“- ის პრემიერა გაიმართა
- +

15 ივლისი. 2018. 14:37

 

 

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცნობილი მიუზიკლის, „Mamma Mia! 2“- ის პრემიერა გაიმართა.

 

წითელ ხალიჩაზე გასასვლელად მთავარი როლის შემსრულებელმა, ამანდა სეიფრიდმა Prada-ს ლურჯი მოკლე კაბა აარჩია, რომელშიც კარგად ჩანდა მისი მიმზიდველი სხეული. ფეხზე ამანდამ მაღალქუსლიანი ოქროსფერი ფეხსაცმელი მოირგო.

 

პრემიერამდე მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, კერძოდ კი თვალში ინფექცია შეეჭრა, თუმცა, პრობლემა ვიზაჟისტმა გადაჭრა და მაკიაჟისას აქცენტი თვალებზე ისე გააკეთა, რომ სეიფრიდი შესანიშნავად გამოიყურებოდა.

 

ფილმის მსახიობების შემადგენლობას, წელს მომღერალი შერი დაემატება. Mamma Mia: Here We Go- ს მეორე ნაწილს Mamma Mia: Here We Go Again ჰქვია.

 

Mamma Mia 2008 წელს გადაღებული ფილმია, რომელსაც საფუძვლად 1999 წლის ამავე სახელწოდების სასცენო მიუზიკლი უდევს. მიუზიკლი პოპჯგუფის ABBA-ს სიმღერებზეა დაფუძნებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი