logo_geo
21 წლის ბრიტანელი ქალი მშობიარობამდე ვერ მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო
- +

15 ივლისი. 2018. 17:25

 

 

21 წლის ბეტ ბემფორდი ინგლისის ქალაქ სტოკ-ონ ტრენტში ცხოვრობს. მას და მის მეუღლეს უკვე ჰყავდათ ორი შვილი, როცა ყველასგან მოულოდნელად ქალმა ტყუპები გააჩინა. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

როგორც ახალგაზრდა ქალი ამბობს, ბოლო თვეების მანძილზე სულ ცუდი განწყობა ჰქონდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ექიმებსაც ბევრჯერ მიმართა. თუმცა მედიცინის მუშაკებმა მისი უხასიათობა და სისუსტე ვირუსულ ინფექციით ახსნეს.

 

სპეციალისტები შეცდნენ, რადგან ქალი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. ერთ საღამოსაც ქალს მუცელი ასტკივდა და ტუალეტში შევიდა. სწორედ ამ დროს დაეწყო ტკივილი და როგორც ბეტი ამბობს, ისე რომ ვერ კი მიხვდა, რომ მშობიარობის დრო დაეწყო, ტყუპები გააჩინა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი