logo_geo
5 მილიარდერი, რომელმაც 2016 წელს ქველმოქმედებაში ყველაზე მეტი დახარჯა
- +

15 ივლისი. 2018. 19:58

 

Forbes-ის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ქველმოქმედი ბიზნესმენების სიის მიხედვით, პირველ ადგილზე უორენ ბაფეტია. ბაფეტმა ერთ წელიწადში ქველმოქმედებაზე 2.8 მილიარდი დოლარი დახარჯა. სია 2016 წელს დახარჯული თანხებით არის დათვლილი და 2017 წლის რეიტინგს წარმოადგენს.

 

მეორე ადგილზე ბილ და მელინდა გეიტსები არიან, მათ 2016 წელს ქველმოქმედებაში 2.1 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ამასთან, ბილ გეიტსმა საკუთარი ცხოვრების განმავლობაში Microsoft ღირებულების 5% ქველმოქმედებას მოახმარა.

 

მესამე ადგილზე მაიკლ ბლუმბერგია, რომელმაც 2016 წლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე 600 მილიონი დოლარი დახარჯა. მეოთხე ადგილს ჯორჯ სოროსი იკავებს, რომელმაც ქველმოქმედებაზე 531 მილიონი დოლარი დახარჯა. მეხუთე ადგილზე კი ჩაკ ფინია,  რომელმაც 482 მილიონი დოლარი დახარჯა. ამასთან ჩაკ ფინს მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებაში 6 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი