logo_geo
Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ $150 მილიარდს გადააჭარბა და ბილ გეიტსის რეკორდი მოხსნა!
- +

16 ივლისი. 2018. 21:59

 

 

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მდიდარი კაცია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

 

ბეზოსის ანგარიშზე 150 მილიარდზე მეტი დოლარია, რითაც მან კონკურენტები უკან ჩამოიტოვა.

 

ბიზნესმენის შემოსავლების შესამჩნევი ზრდა 2018 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ აპრილში ბეზოსის ქონება ორ დღეში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მარკ ცუკერბერგმა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში უორენ ბაფეტს გაუსწრო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი