logo_geo
რატომ არის ტრამპის და პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანი?
- +

16 ივლისი. 2018. 22:57

 

 

ფინეთის დედაქალაქში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ვაშინგტონი და მოსკოვი დიდი ხანია რაც საერთაშორისო არენაზე მოწინააღმდეგეები არიან, ხოლო ბრალდებებმა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში ერეოდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

 

როდის დაუპირისპირდნენ ერთმანეთს აშშ და რუსეთი?

 

ჯერ კიდევ ცივი ომის ეპოქაში, რომელიც 1945-დან 1989 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის და საბჭოთა კავშირს შორის მწვავე დაპირისპირება არსებობდა. ორ ქვეყანას პირდაპირ ერთმანეთთან არ უომია, მაგრამ უამრავი უთანხმოება, რომელიც თან ახლდა ორმხრივ ურთიერთობებს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და აშშ-ის მხრიდან ზესახელმწიფოს სტატუსის განმტკიცების ფონზეც შენარჩუნდა. 



ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდს ცხადად ეტყობა, რომ ის მტკიცედ ცდილობდა ძალაუფლების დემონსტრირებას და ხშირად გაცნობიერებულად ატარებდა აშშ-სთან კონფრონტაციის პოლიტიკას.



ისედაც რთული ორმხრივი ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა, როდესაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რასაც აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებით უპასუხეს.

 

როგორია ჰელსინკის შეხვედრის ფონი?

 

2 ქვეყნის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ აქამდე ორჯერ შეხვდა: 2017 წლის ივლისშიჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში. მაგრამ 16 ივლისის ჰელსინკის სამიტი მათი პირველი ოფიციალური შეხვედრაა.


ბოლო დროს ორი ლიდერის ურთიერთობა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა იმ ბრალდებების ფონზე, რომლის თანახმადაც რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა. მოსკოვი ამ ბრალდებებს თანმიმდევრულად უარყოფს.    



ამერიკულ სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი შეეცადა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ტრამპის სასარგებლოდ. რუსეთის ქმედებებს იძიებს სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, რომლის მუშაობაც ამერიკის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც „კუდიანებზე ნადირობა“. ტრამპმა არაერთხელ უწოდა შექმნილ ვითარებას არჩევნებში დამარცხებით უკმაყოფილო დემოკრატების შეთქმულება.



2017 წლის იანვარში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დღიდან დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ტრადიციულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.



2018 წელს ის რუსეთის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯგუფში ხელახლა მიღების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც „დიდი რვიანიდან“ „დიდ შვიდიანად“ გარდაიქმნა მას შემდეგ, რაც იქიდან რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო გააძევეს.

 

რა უნდა განიხილონ შეხვედრაზე?

 

ოფიციალური პირების განცხადებებით შეხვედრის დეტალური დღის წესრიგი ცხადი არ არის, მაგრამ BBC-ის ცნობით, მოლაპარაკებები სავარადუდოდ, შემდეგ თემებს შეეხება:



შეიარაღების კონტროლი. ორივე ლიდერი ტრაბახობს თავისი ბირთვული არსენალით და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი საყურადღებო ნაწილია. აშშ-ის და რუსეთს შორის გაფორმებულია შეთანხმება New START, რომლის მიზანია მსოფლიოში ორი ყველაზე მსხვილი სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების არსენალის შემცირება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლამდეა და მისი გაფართოების საქმეში ნებისმიერი წინსვლა, პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევა;



ამერიკული სანქციები. ის კომპანიების და კერძო პირების მიმართ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდჭერის, სირიის კონფლიქტში მოსკოვის როლის და 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის გამო ამოქმედდა. შეზღუდვების შემსუბუქებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, მაგრამ დამკვირვებლების აზრით, ტრმპმა შეხვედრაზე შესაძლოა მიანიშნოს, რომ სანქციების სია არ გაფართოვდება, რასაც რუსეთი მიესალმება;


უკრაინა. აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება აღუთქვა. პუტინს ამ გადაწყვეტილების გაუქმება გაახარებდა. თუმცა სავარაუდოდ ეს არ მოხდება ისევე როგორც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება. მაგრამ ორივე ლიდერს შეუძლია დათანხმდეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ყოფნაზე;


სირია. აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირე ისრაელს სურს, რომ ირანმა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დატოვონ სირიის სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიები, რომლებიც ისრაელს ესაზღვრება. ტრამპი, როგორც ჩანს ამ პრობლემაზე იკალაპარაკებს, მაგრამ ანალიტიკოსების ზრით, გაურკვეველია, რითი შეიძლება უპასუხოს ამ წინადადებას პუტინმა.

 

რა მოლოდინი არსებობს შეხვედრისგან და როგორ აისახება ის დანარჩენ მსოფლიოზე?

 

დონალდ ტრამპის არატრადიციული მიდგომა მსგავსი მოლაპარაკებების მიმართ ნებისმიერ პროგნოზს აზრს უკარგავს. ტრამპის მრჩევლების განცხადებების თანახმად, შეხვედრას განსაკუთრებული გარღვევა არ უნდა მოჰყვეს. თუმცა სამიტს გასაიდუმლოებულ ელფერს სძენს ისიც, რომ პრეზიდენტები ერთმანეთთან მარტო, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით ილაპარაკებენ.   



ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლო ჟესტად სახელდება დიპლომატიური წარმომადგენლობების აღდგენა სკანდალების შემდეგ, რომელიც ქვეყნებიდან დიპლომატების გაძევებით დასრულდა.


დიდი მნიშვნელობა აქვს შეხვედრას დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. აშშ და რუსეთი გასნხვავებულ და მეტიც, სხვადასხვა მხარეს დგანან მსოფლიო დღის წესრიგის ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ესენია, სირია, უკრაინა, ყირიმი და ა.შ. ამას ემატება დასავლეთის ანტირუსული საქნციები, რომლებიც პუტინის თქმით, „ყველასთვის საზიანოა“.



ევროპული ქვეყნები, შესაძლოა სხვებზე მეტი ყურადღებით დააკვირდებიან ორი პრეზიდენტის შეხვედრას. ერთი მხრივ, ისინი არაკომფორტულ სიტუაციაში არიან, რადგან რუსეთისგან საფრთხეს ელიან, თუმცა იმავდროულად, რუსულ ენერგიაზე არიან დამოკიდებულნი. ტრამპმა განსაკუთრებით გამოყო გერმანია, როდესაც სადავო პროექტზე „ჩრდლოეთის ნაკადი 2“ ლაპარაკობდა, რომელიც რუსულ გაზს ევროპას ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის. მაგისტრალური გაზსადენი გვერდს უვლის არამხოლოდ უკრაინას, არამედ ბალტიის ქვეყნებს და პოლონეთს - ყველა მათგანი პროექტის წინააღმდეგია.

 

რისი ეშინიათ ევროპელებს?

 

გასულ კვირაში NATO-ს სამიტზე დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, რომელშიც ალიანსის წევრებმა „რუსული აგრესია“ დაგმეს. საქმე ის არის, აშშ-ის ევროპელი პარტნიორები არ იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, ილაპარაკებდა თუ არა ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე ევროპელ მოკავშირეებზე და ზოგადად რა საკითხებს წამოჭრიდა ის ამ მიმართულებით ჰელსინკიში. ასევე არსებობს შიში იმისა, რომ ის პუტინისთვის თბილ სიტყვებს შემოინახავდა ევროპაში დატვირთული მოგზაურობის შემდეგ.  



ტრამპმა NATO-ელი მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გამო გააკრიტიკაგანაცხადა, რომ გერმანია „რუსეთის ტყვეა“ გაზის იმპორტის გამო და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დაუწუნა.

 

რა აქვთ ნათქვამი ერთმანეთის შესახებ ტრამპს და პუტინს ჰელსინკის შეხვედრამდე?

 

დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე შეაქო პუტინი. „პუტინი ბევრად უფრო იყო ლიდერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი“, - თქვა მან 2016 წელს, გულისხმობდა რა თავის წინამორბედ ბარაკ ობამას. 2017 წელს ტრამპმა პუტინს „კერკეტი კაკალი“ უწოდა. 2018 წლის მარტში მან მრჩევლების ნების საწინააღმდეგოდ რუსეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდეგ Twitter-ზე დაწერა: „რუსეთთან და სხვებთან მორიგება - ეს კარგია და არა ცუდი“.

 

ვალდიმერ პუტინი ტრამპის შეფასებაში ბევრად ფრთხილი იყო. მან აშშ-ის პრეზიდენტს კაშკაშა და ნიჭიერი ადამიანი უწოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი