logo_geo
ვენის მეტროში მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგეს
- +

19 ივლისი. 2018. 11:02

 

 

ავსტრიის დედაქალაქის მთავრობამ სპეციალური კამპანიის ფარგლებში მეტროს მგზავრებს 14 000 დეოდორანტი უფასოდ დაურიგა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

 

საჩუქარს თან ახლდა მეტროს რუკა და წარწერა „კიდევ მეტი თავდაჯერებულობა გზაში“.

 

როგორც ტაბლოიდი Bild-ი წერს, ვენის მეტროს ვაგონების მხოლოდ ნახევარია კონდიცირების სისტემით აღჭურვილი.

 

სექტემბრიდან ავსტრიის დედაქალაქის მეტროში არომატული საკვების ჭამა აიკრძალება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი