logo_geo
ბოლო ორი კვირაა, კანადაში ყოველდღე პოულობენ სერიული მკვლელის მსხვერპლთა გვამებს
- +

19 ივლისი. 2018. 11:44

 

 

კანადაში, ტორონტოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პოლიცია ყოველდღე პოულობს ადამიანთა დანაწევრებული სხეულების დამარხულ ნაწილებს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

 

ყველა მკვლელობის კვალი 66 წლის ბრიუს მაკარტურთან მიდის. ის ყოფილი მებაღეა. ის ასევე, ზამთარში სანტა კლაუსის გასართობ ცენტრშიც და მსხვერპლთა სხეულის ნაწილებს სხვადასხვა გასამწვანებელ ტერიტორიებზე მარხავდა.

 

პოლიციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკლულთა იდენტიფიცირების პროცესი.

 

ბრიუს მაკარტური იანვარში ხუთი კაცის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით, სხვა მსხვერპლების შესახებაც გახდა ცნობილი.

 

მსხვერპლთა ასაკი 44-დან 58 წლამდე მერყეობს.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე მსხვერპლი LGBT-თემის წარმომადგენელია. ერთ-ერთ მათგანთან სექსუალური ურთიერთობა თავად ბრალდებულსაც ჰქონდა.

 

ხუთივე მსხვერპლი ხშირად სტუმრობდა ტორონტოს ე.წ. „გეი-თანამეგობრობას“ (Toronto's Gay Village).

 

მკვლელობათა სერია 2010-დან 2017 წლამდე გრძელდებოდა.

 

უცნობია დანაშაულის მოტივი.

 

მაკარტური სასამართლოს წინაშე 23 ივლისს წარდგება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი