logo_geo
ისრაელის სახელმწიფოს ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა
- +

19 ივლისი. 2018. 12:11

 

ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლითაც ისრაელის სახელმწიფოს ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა.

 

აღნიშნულ კანონს მხარი დაუჭირა ისრაელის პარლამენტის 62 წევრმა, ხოლო 55 წინააღმდეგ წავიდა.

 

აღნიშნული კანონის თანახმად, ებრაელ ხალხს თავიანთ ქვეყანაში თვითგამორკვევის უფლება ენიჭება. ასევე კანონით, ებრაელი ხალხის სახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმია განსაზღვრული, ხოლო შაბათი და სადღესასწაულო დღეები ებრაელი ხალხისთვის განსაკუთრებული დღეებია.

 

გარდა ამისა, მიღებული კანონი აცხადებს, რომ ერთადერთი სახელმწიფო ენა ივრითია, არაბულმა ენამ კი დაკარგა ეს სტატუსი.

 

კანონში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელის ყველა მოქალაქე, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა და მრწამსისა, თანაბარი უფლებებით ისარგებლებს და საშუალება ექნება შეინარჩუნოს თავისი თვითმყოფადობა, კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ.

 

 

 

 

big_banner
არქივი