logo_geo
მომავალ წელს, სავარაუდოდ, სამი სხვადასხვა ზომის Galaxy S10 გამოვა
- +

19 ივლისი. 2018. 23:41

 

Samsung-ის მოყვარულებს, მომავალ წელს, როგორც ჩანს, სიახლეები ელოდება. გამოცემა Business Insider-ის ანალიტიკოსის მინ ჩი კუ-ს ინფორმაციით, ბრენდი 3, სხვადასხვა ზომის Galaxy S10-ს გამოუშვებს – კომპანია ერთგულ მომხმარებელს 5.8, 6.1 და 6.4 ინჩიან მოდელებს შესთავაზებს.

 

აქედან, 2, პრემიუმ კლასის მოდელს შედარებით მაღალი ფასი ექნება. მესამე, ყველაზე პატარა კი უფრო იაფი ეღირება, რაც მის ფუნქციებზე აისახება. ექსპერტების აზრით, ბრენდის ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს, Apple 3 ახალ iPhone-ს გამოუშვებს.

 

Samsung-ის 3 სხვადასხვა ზომის Galaxy S10, არსებული მონაცემებით, 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი