logo_geo
მსოფლიოში პირველი სპინერ-ტელეფონი გამოვიდა
- +

20 ივლისი. 2018. 01:21

 

 

ჰონგ-კონგში დაფუძნებულმა კომპანია Chilli International-მა გაყიდვაში ჩაუშვა ახალი K118, მსოფლიოში პირველი სპინერ-ტელეფონი (Fidget spinner phone).

 

მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონს აქვს 1.4 ინჩიანი ეკრანი, აღჭურვილია ბლუთუზით და შეუძლია 8 გიგაბაიტამდე მეხსიერების შენახვა, მას მაინც ბევრი ფუნქციის დამატება სჭირდება იმისთვის, რომ საუკეთესო სმარტფონებს გაუწიოს კონკურენცია. სპინერის მოყვარულებისთვის სამწუხაროდ, 6 სხვადასხვა ფერის K188: შავი, ნაცრისფერი, წითელი, ლურჯი, ოქროსფერი და ვარდისფერი,  მხოლოდ ინდოეთშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასს, ის 200-300 ინდურ რუპიაში მერყეობს, რაც 18.40 -19.90 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი