logo_geo
დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ვაშინგტონში იწვევს
- +

20 ივლისი. 2018. 11:10

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ვაშინგტონში იწვევს.

 

ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა დაწერა.

 

„აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ ბოლტონს სთხოვა, პრეზიდენტი პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მოიწვიოს. ვიზიტის განხილვა დაიწყო“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

 

თეთრ სახლში ვიზიტის ზუსტ თარიღზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მეორე შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან.

 

„მოუთმენლად ველი ჩვენს მეორე შეხვედრას, რათა შევძლოთ იმ საკითხების განხორციელება, რომლებიც განვიხილეთ, მათ შორის ტერორიზმის შეჩერება, ისრაელის უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელება, კიბერშეტევები, ვაჭრობა, უკრაინა, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეა და სხვა საკითხები. ბევრი პასუხია ამ პრობლემებზე, ზოგიერთი მათგანი იოლია, ზოგიერთი კი რთული, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი