logo_geo
პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ორგანიზება ფინეთის ხელისუფლებას ოთხ მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა
- +

20 ივლისი. 2018. 13:56

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ორგანიზება ფინეთის ხელისუფლებას ოთხ მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა.

 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არის წინასწარი შეფასება, საბოლოო თანხას კი შემოდგომას დაასახელებენ.

 

თანხის უდიდესი ნაწილი – 2,7 მილიონი ევრო ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯებია. ეს თანხა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას მოხმარდა. დაახლოებით 1,15 მილიონი ევრო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დახარჯა. ამ თანხიდან დაფინანსდა პრესცენტრის ორგანიზება, ჟურნალისტების დაცვა, კვებით უზრუნველყოფა და ტექნიკური აღჭურვა. კიდევ 250 ათასი ევრო დახარჯა ფინეთის პრეზიდენტის კანცელარიამ, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის დელეგაციისა და თავად ტრამპის განთავსება, კვება და მოლაპარაკებების დარბაზის ორგანიზება დააფინანსა.

 

 

 

big_banner
არქივი