logo_geo
რუსეთში ბიჭმა შეყვარებულის ტვინი შეჭამა
- +

20 ივლისი. 2018. 14:17

 

 

რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში 21 წლის დიმიტრი ლუჩინმა 45 წლის შეყვარებული, ოლგა ბუდუნოვა მოკლა. ბიჭი კანიბალიზმის იდეით იყო შეპყრობილი და გამოძიების ინფორმაციით, ინტერნეტში კანიბალების, რიტუალებისა და სერიული მკვლელების შესახებ ბევრს კითხულობდა. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

 

ბიჭმა ქალი საკუთარ სახლში, ღვინის ბოთლის თავში 25-ჯერ ჩარტყმით მოკლა და მისი სხეული ხორცის საკეპი დანით დაანაწევრა.

 

მან აღიარა, რომ შეჭამა ქალის ტვინი და დალია მისი სისხლი.

 

ქალის მეზობელმა, 21 წლის მოწმემ, ალექსანდრა დედოვამ თქვა, რომ ბიჭი მკვლელობის შემდეგ ეშმაკს უხმობდა.

 

თავად ლუჩინმა სასამართლოზე თქვა, რომ ეს მკვლელობა მისთვის ინსპირაციაა და აუცილებლად დაწერს მასზე პოემას.

 

მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი