logo_geo
გატეხილი კვერცხიდან ნაადრევად დაბადებული პინგვინი ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს
- +

20 ივლისი. 2018. 14:20

 

 

ლონდონის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს. ვადაზე ადრე დაბადებული პინგვინი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ Sky წერს.

 

ფრინველი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა მშობლებმა კვერცხი გატეხეს.

 

პინგვინს, რომელსაც ცისარტყელა დაარქვეს ჯერ ინკუბატორშია მოთავსებული. ზოოპარკის დამთვალიერებელი მის მონახულებას მოგვიანებით შეძლებს.

 

პინგვის ღია სივრცეში მაშინ გადაიყვანენ, როდესაც 10 კვირის გახდება. ფრინველი ამ დროისთვის 73 გრამს იწონის.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი