logo_geo
MacBook Pro-ს პროცესორი მაცივარში უკეთ მუშაობს
- +

20 ივლისი. 2018. 23:42

 

 

2018 წლის ივლისში კორპორაცია Apple-მა MacBook Pro-ს ახალი პროცესორები წარმოადგინა. ვიზუალურად მოწყობილობა იგივე დარჩა, თუმცა შიგნით "რკინა" შეიცვალა. ყველაზე ძვირადღირებულ "მაკს" ახლა Intel i7-ის ნაცვლად,  Intel i9 პროცესორი აქვს . ახალი პროცესორი თავის სიჩქარეს 4,8 გიგაჰერცამდე ზრდის  - თეორიულად ის უფრო სწრაფად უნდა მუშაობდეს, თუმცა პირიქით ხდება.

 

ვიდეობლოგერმა დეივ ლიმ i9-პროცესორის მქონე MacBook Pro, i7-ს შეადარა. აღმოჩნდა, პირველ მოდელს, რომ უფრო სწრაფად ემუშავა, საჭირო იყო მისი მაცივარში შედება.

 

 

დეივ ლიმ ორივე ნოუთბუქზე ვიდეომონტაჟის პროგრამა Adobe Premiere Pro ჩართო და ერთი და იმავე ვიდეოს კონვერტაცია დაავალა.  i7-მა დავალება 35 წუთში დაასრულა, ხოლო i9-მ - 40 წუთში. ვიდეობლოგერმა ივარაუდა, რომ საქმე ტროტლინგშია - მექანიზმი, რომელიც ამცირებს პროცესორის წარმოების უნარს ტემპერატურის მომატების დროს. ეს მექანიზმი ჩაწერილია თანამედროვე ნოუთბუქებში, რათა ხანძრის ან პროცესორის გადახურების დროს, თავიდან აიცილონ კომპიუტერის გაფუჭება.

 

იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ საქმე ტროტლინგშია, დეივ ლიმ იმავე ფაილის რენდინგი i9-ს პროცესორში მაცივარში განახორციელა. შედეგი - 27 წუთი.

 

big_banner
არქივი