logo_geo
ჯორჯ მარტინის წიგნზე დაყრდნობით კიდევ ერთი სერიალი გადაიღეს
- +

21 ივლისი. 2018. 00:15

 

 

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალი გადაიღეს. ახალ შოუს საფუძვლად ნოველა „ღამის მფრინავები“ (Nightflyers) დაედო.

 

სერიალის სიუჟეტი მეცნიერების გუნდზე მოგვითხრობს, რომლების კოსმოსში უცხოპლანეტელების ხომალდის მოსაძებნად მიდიან.

 

რაც შეეხება ჯორჯ მარტინს, ის პროექტში ვერ ჩაერთვება ამის მიზეზი კი HBO-სთან დადებული კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც მწერალს სხვა არხთან უშუალო თანამშრომლობა ეკრძალება მანამ, "სანამ სამეფო კარის თამაშები არ დასრულდება".

 

"ღამის მფრინავები", ჯორჯ რ.რ. მარტინმა 1980 წელს დაწერა. მოვლენები დედამიწის განადგურების შემდგომ მომავალში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში მეცნიერების გუნდია, რომელიც უცხოპლანეტელს ეძებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი