logo_geo
Google-ში Idiot-ს თუ ჩაწერთ, დონალდ ტრამპის ფოტოებს ამოგიგდებთ
- +

21 ივლისი. 2018. 02:29

 

 

Google Image-ის საძიებო ველში თუ სიტყვა idiot-ს (იდიოტს) ჩაწერთ. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფოტოებს პირველ შედეგად მოძებნის. ეს ყველაფერი კი Reddit-ის მომხმარებლების დამსახურებაა.

 

ოფიციალური ვიზიტების შემდეგ აშშ-ში დონალდ ტრამპის დაბრუნებისას მუსიკალურ ჩარტებში Green Day-ს სიმღერა American Idiot-იც დაბრუნდა. ამას მოყვა რედიტის მომხმარებლების ფლეშმობი: ისინი აქვეყნებდნენ და ალაიქებდნენ ტრამპის ფოტოებს წარწერით "idiot". მათი მიზანი იყო, რომ გუგლის ალგორითმი მოეტყუებინათ და idiot-ის ჩაწერისას დონალდ ტრამპის ფოტოები მოეძებნა. და მათ ეს შეძლეს!

 

ამაზე შემდგომში The Guardian-მა, Fortune-მა, Business Insider-მა და სხვა გამოცემებმაც დაწერეს, რამაც ფლეშმობს ხელი შეუწყო. საძიებო სისტემაში, რომელიც ცდილობს მომხმარებელს უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს, სიტყვა "idiot-ზე" ტრამპის ის ფოტოებიც იძებნება, რომლებიც სტატიებშია გამოყენებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი