დიდი ბრიტანეთის, იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თამბაქოს კვამლი ფეხმძიმეებში ნაყოფის მოშლის საფრთხეს ზრდის და მის განვითარებას აფერხებს. ამის შესახებ პრესრელიზი MedicalXpress-ზე ქვეყნდება.
მკვლევრები 37 ათას ფეხმძიმეს ორსულობის პერიოდში ისეთ ქვეყნებში დააკვირდნენ, როგორებიც არის პაკისტანი, სომხეთი, ინდონეზია, ნიგერია, ბანგლადეში, ნეპალი. ქალების 50% აცხადებდა, რომ მათ სახლში ეწეოდნენ. მარტო ინდონეზიაში ამან 10 ათას შემთხვევაში ნაყოფის მოშლა გამოიწვია.
პაკისტანში მხოლოდ აქტიური მწეველების ერთ პროცენტს მოეშალა მუცელი იმ დროს, როცა ასეთი შემთხვევა პასიური მწეველების 7%-ში დაფიქსირდა (14 ათასი შემთხვევა წელიწადში). ნიგერიაში ეს მაჩვენებელია 1%, ინდონეზიაში კი - 14%
მეცნიერთა თქმით, ვინაიდან ეს მონაცემები გამოკითხვას ეყრდნობა, რეალური სურათი, სავარაუდოდ უფრო მძიმეა.