logo_geo
დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის ნაწილზე: ფარისევლები!
- +

21 ივლისი. 2018. 10:25

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასაშუალებები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მიმართებაში რბილი მიდგომის გამო აკრიტიკებენ, ფარისევლობაში დაადანაშაულა.

 

„მე მკაცრად მაკრიტიკებდა „ფეიკ ნიუსს“ მედია, რომ ძალიან კეთილი ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან მიმართებაში. ადრე ამას დიპლომატიად მოიხსენიებდნენ. ხისტი და აგრესიული რომ ვყოფილიყავი, ზედმეტი სიმკაცრისთვის გამაკრიტიკებდნენ. გახსოვთ, როგორ ამბობდნენ ადრე, რომ კიმ ჩენ ინთან ზედმეტად ხისტი ვიყავი? ფარისევლები!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი